საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

12.04.2023
ბეჭდვა

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობებზე და აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდა ამომრჩევლების როლზე ისაუბრეს დღეს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ადმინისტრაციამ სტუდენტებს უმასპინძლა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდებთან  მნიშვნელოვანია, რადგან მათ საშუალება აქვთ პირადად გაეცნონ იმ ტექნოლოგიების მუშაობას, რომელსაც ადმინისტრაცია 2023 წლის შუალედურ/რიგგარეშე, ასევე მომავალ საერთო არჩევნებზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებული საპილოტე პროექტების და ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ, შეხვედრის მიმდინარეობის დროს, დეტალურად ისაუბრა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერმა ნინო კიკალიშვილმა, რომელმაც ახალგაზრდებს ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი მხარეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ღია კარის დღის ფარგლებში სტუდენტები დეტალურად გაეცნენ და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.

ახალგაზრდების ვიზიტი ცესკოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით განხორციელდა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
232425262728 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia