საგრანტო კონკურსის მიზანი
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2013 წლის 18 მარტიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც ითვალისწინებს აპლიკანტთა შეხედულებისამებრ შერჩეული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის საარჩევნო გარემოს სიტუაციური ანალიზისათვის (ოლქების მიხედვით) განსახორციელებელი კვლევის პროექტების შერჩევა-დაფინანსებას.
კონკურსში წარმოდგენილი პროექტები უნდა განხორციელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა მიმართულებით:
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
საგრანტო თემატიკა:
”საარჩევნო გარემოს რეგიონული კვლევა”
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 20 000 ლარისა
ხანგრძლივობა:
2013 წლის 15 აპრილიდან - 2013 წლის 15 ივნისამდე
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (დანართი #1 შესაბამისად);
ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად);
გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად);
დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;
ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2013 წლის მდგომარეობით) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა);
ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD), 2013 წლის 19 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, 10:00-17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი
შენიშვნა:
არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება
განმხილველი ორგანო:
საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.
კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.
საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება მოხდება დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად
შენიშვნა:
კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.electionreforms.ge
საკონტაქტო პირი: ნათია შარაშიძე - 591 19 55 29