საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ერთდროულად ორი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა - 2017

29.12.2017
ბეჭდვა

2017 წლის 5 - 6 დეკემბერს, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) და იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მიწვევით, ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები იორდანიაში იმყოფებოდნენ, სადაც საარჩევნო საკითხთა მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო სიმპოზიუმზე განიხილეს სხვადასხვა აქტუალური საარჩევნო საკითხები, ასევე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც საერთაშორისო დაჯილდოების კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა გამარჯვებული საარჩევნო ადმინისტრაციები სხვადასხვა საარჩევნო ნომინაციაზე.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯილდო ორ ნომინაციაში - „მოქალაქეთა ჩართულობა“ და „საარჩევნო კონფლიქტების მართვა“ მიიღო. „მოქალაქეთა ჩართულობის“ ჯილდო საარჩევნო ადმინისტრაციამ პროექტისთვის „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ მოიპოვა. პროექტი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. აღნიშნულ ნომინაციაში ფინალისტთა შორის ასევე იყვნენ ბულგარეთის, ინდოეთის და ბოცვანას საარჩევნო ადმინისტრაციები.

„საარჩევნო კონფლიქტების მართვაში“ კი ჯილდო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისთვის გადაეცა. პროექტი, რომელიც 2016 და 2017 წლების არჩევნებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობასა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნას ითვალისწინებდა. ნომინაციაში ფინალისტთა შორის საქართველოსთან ერთად არგენტინა, ავღანეთი და კოლუმბია იყვნენ.

საერთაშორისო დაჯილდოების კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპარლამენტის, ვენეციის კომისიის, ეუთოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) წარმომადგენლები. სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი აღნიშნული კომიტეტის წევრია 2014 წლიდან.

საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება, 45 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წელს უკვე მეოთხედ გახდა. პირველი ჯილდო ცესკოს სწავლების ცენტრმა ნომინაციაში - ”პირველი ამომრჩეველი” - 2013 წელს მოიპოვა. 2015 წელს საარჩევნო ადმინისტრაცია „არჩევნების მართვის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული, 2016 წელს კი ცესკო ორ ნომინაციაში - „უმცირესობების ჩართულობა“ და „მოქალაქეების ჩართულობა“ ფინალისტთა შორის იყო და გამარჯვება „უმცირესობების ჩართულობის“ ნომინაციაში მოიპოვა.

  • სწავლების ცენტრის შესახებ
  • სტრუქტურული ხე
  • ნორმატიული ბაზა
  • სტრატეგიული გეგმა
  • სამოქმედო გეგმა
  • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
  • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
  • ანგარიშები
  • მემორანდუმი
  • მიღწევები
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia