საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო სამართლის დარგში იურიდიული კლინიკის პროგრამის სტუდენტები არჩევნებში საარჩევნო დავების საკითხებს გაეცნენ

16.12.2022
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობის ფარგლებში საარჩევნო სამართლის დარგში იურიდიული კლინიკის პროგრამას ახორციელებს.

სწავლების აღნიშნული პლატფორმა იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებისთვის შემუშავდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას საარჩევნო მიმართულებით. თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით პროგრამა მაქსიმალურად არის დატვირთული პრაქტიკული სწავლების კომპონენტებით, რაც თეორიული მასალის თანდათანობითი შესწავლისა და მისი დამოუკიდებლად გამოყენების ჩვევების გამომუშავების საფუძველია.

2022 წლის შემოდგომის სემესტრში სწავლების ცენტრის საავტორო პროგრამას საარჩევნო სამართალში, იურიდიული კლინიკის ფორმატში, ალტე უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებსაც შეხვდნენ.

2022 წლის 16 ნოემბერს მორიგ, დისტანციურად (zoom ფორმატში) გამართულ შეხვედრაზე სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა სამართლებრივი წერა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის ტექნიკა; ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა კი მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის: მოსარჩელეთა წრე; გასაჩივრების ვადები და წესი; საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული წარმოება.

აღნიშნული სასწავლო პლატფორმა ხელს უწყობს ახალგაზრდების საარჩევნო კულტურის განვითარებას, მათ ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბებას და ამასთან, საარჩევნო სფეროში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პოტენციური საკადრო რესურსის ფორმირებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia