დასახელება: საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტები და ანგარიშგება
მიზანი: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა
სამიზნე ჯგუფი: მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოში დამკვირვებლებად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის 2021 წელს გაფორმებულ ეთიკის კოდექსს
სასწავლო მოდულები: არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტები; დაკვირვების პრიორიტეტები საარჩევნო ციკლის ჭრილში; დაკვირვების მეთოდოლოგია, სახელმძღვანელო პრინციპები და ეთიკა; ანგარიშგების ინსტრუმენტები და სადამკვირვებლო ანგარიშების შედგენის საერთაშორისო პრაქტიკა (მონაწილეები დამატებით გაეცნენ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას, საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდოლოგიას)
განხორციელების პერიოდი: 12 – 13 დეკემბერი, 2022 წელი
განხორციელების ადგილი: ბორჯომი, სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“
მონაწილეთა სტატისტიკა: საინფორმაციო სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღო 16 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 16-მა წარმომადგენელმა