საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საარჩევნო საკითხებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს

25.11.2022
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო  კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) წარმომადგენლებმა მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაარსებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები 22 ნოემბერს კიშინიოვში საერთაშორისო კონფერენციას „საარჩევნო რეფორმა - მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება, როგორც პრიორიტეტი“ დაესწრნენ. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება საარჩევნო საკითხებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, ასევე ინფორმაცია განხორციელებული საპილოტე პროექტების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემ  გააცნო. კონფერენციის მონაწილეებმა, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საარჩევნო საკითხებზე გამოცდილება გაუზიარეს და ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების როლი საარჩევნო რეფორმებში, პარტნიორი ორგანიზაციების როლი საარჩევნო პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში.

საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბუსკივაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე და წამყვანი ტრენერი ნინო კიკალიშვილი კიშინიოვში გამართულ ღონისძიებებს მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით დაესწრნენ. საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობა 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia