საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო სამართლის დარგში იურიდიული კლინიკის პროგრამის ფარგლებში სტუდენტები საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებიან

08.11.2022
ბეჭდვა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორობის ფარგლებში აგრძელებს იურიდიული კლინიკის პროგრამას საარჩევნო სამართლის დარგში.

სწავლების აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებისთვის, მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას საარჩევნო მიმართულებით. თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით პროგრამა მაქსიმალურად დატვირთულია პრაქტიკული სწავლების კომპონენტებით, რაც თეორიული მასალის თანდათანობითი შესწავლისა და მისი დამოუკიდებლად გამოყენების ჩვევების გამომუშავების საფუძველია; ამასთან, საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მიზნებისთვის გათვალისწინებულია სტუდენტების შეხვედრების ციკლი დარგობრივ ექსპერტებთან.

2022 წლის საშემოდგომო სემესტრში იურიდიული კლინიკის ფორმატში მიმდინარე საარჩევნო სამართლის პროგრამაში მონაწილეობას ალტე უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ. 4 ნოემბერს ახალგაზრდები ცესკოში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გახსნით ნაწილში სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა სტუდენტებს საარჩევნო რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო, შემდგომ ეტაპზე კი ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება გაუზიარა. 

მეტი თვალსაჩინოებისთვის სტუდენტები უშუალოდ ჩაერთნენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების გამოყენებით გამართულ ხმის მიცემის სიმულაციაში.

იურიდიული კლინიკის პროგრამა 2022 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში ხორციელდება, დასკვნით ეტაპზე გათვალისწინებულია სტუდენტების ფინალური შეფასება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia