საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა - საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის ახალი პროექტი

07.10.2022
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (სამინისტრო) მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო კულტურის განმტკიცების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამას ახორციელებს.

სამინისტროსთან განგრძობითი თანამშრომლობის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი იწყებს ახალ პროექტს „ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განლაგებულ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა“. ზემოაღნიშნულ მიზანზე ორიენტირებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლებში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მხარდაჭერა, რაც მოიცავს როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო კომპონენტს, ისე საარჩევნო პროცესის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებით სწავლების ცენტრმა შეიმუშავა საინფორმაციო პროგრამა, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს უზრუნველყო საპილოტე პროექტისთვის განსაზღვრული საჯარო სკოლების წარმომადგენლების, მასწავლებლების გადამზადება ზოგადად არჩევნების არსის მიმოხილვის ჭრილში საჯარო სკოლებში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის საკითხებსა და გამართვის პროცედურებზე. ტრენერებად გადამზადებული საჯარო სკოლების წარმომადგენლები თავის მხრივ განახორციელებენ მოსწავლეთა ინფორმირებას სკოლის თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატის, საარჩევნო კომისიის წევრის და ამომრჩევლის რანგში მონაწილეობის საკითხებზე.

საპილოტე პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრმა დამხმარე ინსტრუქციაც შეიმუშავა. აღნიშნული საინფორმაციო რესურსი სარეკომენდაციო ხასიათისაა, მასში ასახულია სკოლის თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო-პროცედურული საკითხები და  აღნიშნული გზამკვლევი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესში ჩართული პირების უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას და არჩევნების ჩასატარებლად საჯარო სკოლების ადმინისტრაციის,  მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას.

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერის ნაწილში საარჩევნო ადმინისტრაცია, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების ჩართულობით, ახორციელებს საჯარო სკოლების აღჭურვას საარჩევნო ინვენტარით (ფარული კენჭისყრის კაბინები და საარჩევნო ყუთები).

პროექტი საპილოტე რეჟიმში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 8 მუნიციპალიტეტში (ბოლნისი, დმანისი, წალკა, მარნეული, გარდაბანი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) განლაგებულ 21 საჯარო სკოლაში ხორციელდება. სამინისტროსთან შეჯერებული გრაფიკის შესაბამისად, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2022 წლის 10 - 21 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
23
4
5678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia