საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საერთაშორისო პარტნიორობა - სწავლების ცენტრის დელეგაცია ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

05.10.2022
ბეჭდვა

საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სწავლების კომპონენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) აქტიურ თანამშრომლობას ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებთან, რომელთა სტრატეგიული ხედვა უკავშირდება სასწავლო ინსტიტუციის შექმნას/გაძლიერებას საარჩევნო სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

მიმდინარე ეტაპზე, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში, სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციას ესტუმრნენ. აღნიშნული ვიზიტი განგრძობითი თანამშრომლობის პროგრამის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სწავლების ცენტრის გამოცდილების გაზიარების ფარგლებში ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერას სასწავლო ცენტრის შექმნისა და საარჩევნო სასწავლო პროგრამების შემუშავება-იმპლემენტაციის მიმართულებით.   ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, გაცვლითი ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია პირველ ეტაპზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სწავლების ცენტრს ეწვია.

სწავლების ცენტრის წარმომადგენლები, ოფიციალური მიწვევით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინაში 2 ოქტომბერს გამართულ საერთო არჩევნებს დააკვირდნენ. საქართველოს დელეგაციის წევრები - სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბერულავა და სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომელი ნათია შარაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ორგანიზებულ სემინარს დაესწრნენ, კენჭისყრის დღეს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და პროცედურულ საკითხებს გაეცნენ.

საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით, სწავლების ცენტრის წარმომადგენლები სადამკვირვებლო დელეგაციის ფორმატში რიგაშიც იმყოფებოდნენ, სადაც 2022 წლის 1 ოქტომბერს გამართულ პარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ. დელეგაციის წევრები - სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები ეკატერინე ჩაფიჩაძე და თამარ კიკაბიძე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, უბნის დახურვისა და ხმის დათვლის პროცესს დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ლატვიის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო უბნებზე ხმების დასათვლელად წლებია იყენებს ელექტრონულ პროგრამას - საარჩევნო ბიულეტენების სკანირების აპარატს, ხოლო წელს პირველად საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ელექტრონული, ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდა მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia