საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები სლოვენიის რესპუბლიკაში 2022 წლის 24 აპრილს ჩატარებული ეროვნული ასამბლეის არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდნენ.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის თანამშრომელი ცოტნე ზაბახიძე და სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომელი ზურაბ ღუღუნიშვილი დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს, გაეცნენ საარჩევნო უბნის გახსნის, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისა და უბნის დახურვის პროცედურებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ისინი სლოვენიის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურ ბრიფინგსაც დაესწრნენ, სადაც არჩევნების პირველადი შედეგები გამოცხადდა.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ლიუბლიანაში სლოვენიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მიწვევით იმყოფებოდნენ.