საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკო საკუთარ გამოცდილებას მოლდოველ კოლეგებს უზიარებს

19.07.2022
ბეჭდვა

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება იყო დღეს ცესკოში გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ამ მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ამჯერად მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საქართველოს ცესკოს გამოცდილებაზე ისაუბრა.

„საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს პატივი, მიმდინარე თვეში უკვე მეორედ უმასპინძლოს სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციას. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გავუზიაროთ მოლდოველ კოლეგებს  გამოცდილება იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული შეხვედრა ერთი მხრივ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  ორი ინსტიტუციის თანამშრომლობის გაღრმავებას, მეორე მხრივ კი  შესაძლებლობას გვაძლევს გავუზიაროთ ერთმანეთს კარგი პრაქტიკა და მნიშვნელოვანი მიგნებები“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

ხმის ელექტრონული დათვლის დადებით მხარეებზე და გასულ რამდენიმე არჩევნებზე ჩატარებული საპილოტე პროექტის ძირითად ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა. 

 „მადლიერი ვარ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ჩვენი კოლეგების, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება, რადგან თითოეული ასეთი გამოცდილების გაზიარება ნიშნავს საარჩევნო პროცესების მოდერნიზაციას. ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიმყოფებით საარჩევნო რეფორმების დანერგვის პროცესში.“- განაცხადა მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე  ანგელიკა ქარამანმა.

მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებს და მათი მუშაობის სპეციფიკას.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს,   ცესკოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებს.

დღევანდელი შეხვედრა ცესკოში ევროსაბჭოსთან (CoE) მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia