საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„საარჩევნო განვითარების სკოლა 2022“ დასრულებულია

08.07.2022
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ დასრულებულია. იმ მონაწილეებს, რომლებიც სასწავლო კურსს თბილისში გადიოდნენ სერტიფიკატები დღეს პირადად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გადასცა და მათ საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ახალგაზრდების გააქტიურება და საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის. ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო კულტურის დონის ამაღლებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროექტში მონაწილეობისთვის და იმ ჩართულობისთვის რომელიც თქვენ გამოავლინეთ ამ ხუთი დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

სასწავლო კურსი თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 4 ივლისს დაიწყო და მასში მონაწილე 18-25 წლის ახალგაზრდებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, როგორებიცაა საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული საშუალებები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში.

მონაწილეებმა ასევე გაიარეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა, რომელიც ეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას, საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული საკითხების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს.

საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ცესკოს სწავლების ცენტრთან ერთად და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. 2015 წლიდან სწავლება 3000-მდე ახალგაზრდამ გაიარა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
აგვისტო 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15
161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia