საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან

09.06.2022
ბეჭდვა

8 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  შეხვდა. შეხვედრა, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით გაიმართა, ცესკოს წევრმა და ამავდროულად გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია ზარიძემ IFES-ის გენდერის და ინკლუზიის მენეჯერ მირანდა ტყაბლაძესთან ერთად გახსნა.

მაია ზარიძემ მონაწილეებს გენდერული თანასწორობის საბჭოს პოლიტიკა და ის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის განხორციელებასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიმართულებით 2022 – 2023 წლებში აპირებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გენდერული პორტალის გაუმჯობესების საკითხზე იმსჯელეს. ცესკოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალი კანდიდატების, ამომრჩევლებისა და  ზოგადად გენდერული სტატისტიკის შესახებ განახლებადი ინფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე იმსჯელეს გენდერული პორტალის შესაძლებლობებზე, ასევე გენდერულ ჭრილში რა სახის ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ დაინტერესებულ მხარეებს აღნიშნული პორტალის საშუალებით. 

როგორც საბჭოს თავმჯდომარე მაია ზარიძემ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა პორტალის განახლებისთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა,  მათი რეკომენდაციებისა და მიგნებების გათვალისწინება. პორტალის გაუმჯობესების პროექტი შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ წარუდგინა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭო პორტალის გასაუმჯობესებლად გეგმავს.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ჩართულ მხარეებთან ურთიერთობის გაღრმავების გზებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

გენდერული პორტალი 2020 წელს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შეიქმნა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების შესახებ გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2
3
45678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia