„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს. 18-25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ ტრენინგი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. სასწავლო კურსი 4 ივლისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება.
საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ცესკოს სწავლების ცენტრთან ერთად და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. 2015 წლიდან სწავლება 3000-მდე ახალგაზრდამ გაიარა.
"საარჩევნო განვითარების სკოლის" სასწავლო პროგრამა შემდეგ ძირითად მოდულებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული საშუალებები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში. სიახლის სახით მონაწილეები დამატებით გაივლიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდისთვის მოსამზადებელ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას, საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული საკითხების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს.
„საარჩევნო განვითარების სკოლა” ჩატარდება თბილისსა და 7 მუნიციპალიტეტში (თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში).
სასწავლო კურსის გავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით 10 ივნისიდან 17 ივნისის 24:00 სთ-მდე (დასვენების და უქმე დღეების ჩათვლით); შევსებულ აპლიკაციას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტო ასლი. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51.
იხილეთ იმ საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები სადაც გაიმართება სწავლება. აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისში სწავლება განხორციელდება ცესკოს შენობაში (მის: აღმაშენებლის ხეივანი N138).
N |
საოლქო საარჩევნო კომისია |
მისამართი |
1 |
№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. თელავი, დავითაშვილის №2 |
2 |
№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. რუსთავი, ფიროსმანის №19 |
3 |
№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. გორი, სამების №1 |
4 |
№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ. №6 |
5 |
№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ №31 |
6 |
№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. ზუგდიდი, კოსტავას №58 |
7 |
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია |
ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27 |