საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით შეიმუშავა ადაპტირებული ელექტრონული სასწავლო პროგრამა დამკვირვებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, 2013 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის.
პროგრამა ითვალისწინებს მომხმარებელთა მაქსიმალური ინფორმირებულობის უზრუნველყოფას კენჭისყრის დღის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. სასწავლო კურსი მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას ელექტრონული ფორმატით ვიზუალური და სქემატური ეფექტების გამოყენებით; სწავლების პროცესში ჩართულობისა და მიღებული ინფორმაციის აღქმის ხარისხის გადამოწმების მიზნით, ელექტრონული სწავლება ეფუძნება ინტერაქტიული მეთოდის ინტენსიურ გამოყენებას, რაც სწავლებისას შედეგის მიღწევის თვალსაზრისით საკმაოდ ეფექტურია (ყოველი სასწავლო მოდულის დასრულებისას, ხდება გავლილი თემის შესაბამისი კითხვების გამოტანა. მხოლოდ სწორი პასუხის აღნიშვნის შემდეგ პროგრამულად შესაძლებელია ახალ სასწავლო მოდულზე გადასვლა).