საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სტუდენტები საარჩევნო სიახლეებს ეცნობიან

29.04.2022
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-სასწავლო კამპანიის განხორციელებას. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან საარჩევნო რეფორმებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა. მან საარჩევნო ტექნოლოგიებზეც გაამახვილა ყურადღება და სტუდენტებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საპილოტე პროექტის შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესებში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს.

ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი ახალგაზრდებს ამომრჩევლების ინფორმირების მნიშვნელობაზე ესაუბრა, გააცნო საერთაშორისო ტენდენციები არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით და განიხილა საქართველოს გამოცდილება კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების გამოყენების შესახებ. მეტი თვალსაჩინოებისთვის საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები უშუალოდ ჩაერთნენ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის სიმულაციაში. კენჭისყრის ინსცენირებას ცესკოს სწავლების ცენტრმა გაუწია ორგანიზება.

საინფორმაციო-სასწავლო კამპანია „ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“, ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პოპულარიზაციაზე, ცნობადობის ზრდაზე და ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ, ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბებას. 

ვიდეო გალერეა

სტუდენტები საარჩევნო სიახლეებს ეცნობიან

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia