საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, ცესკომ და სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი. აღნიშნული განკუთვნილია საარჩევნო კომისიების წევრებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის, ითვალისწინებს მათი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობასა და ინფორმირებას შესაბამის საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით.
ინკლუზიური საარჩევნო გარემო ხელშეწყობის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მაჟორიტარულ ოლქში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები და სამახსოვროები, ასევე, ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო პოსტერი ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე.
საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსი ხელმისაწვდომია ბმულებზე:
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსი ხელმისაწვდომია ბმულებზე: