საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრმა, ინტენსიური სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, N20 რუსთავისა და N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქებში შემავალი 117 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადაამზადა. ამასთან ერთად, სპეციალური სასწავლო პროგრამა შემუშავდა აღნიშნული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე შექმნილი სპეციალური ჯგუფებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში/იზოლაციაში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას.
კონცეფციის შესაბამისად, სპეციალური ჯგუფებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გადამზადებას ერთ ეტაპიან ტრენინგზე გაივლიან, რომლის ფარგლებშიც მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ ძირითად საკითხებზე:
ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება და ეპიზოდური ინსცენირებები კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი ფუნქციების შესაბამისად. ამასთან, სპეციალური ჯგუფების/საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე.
ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები, რომლებმაც სპეციალური სასწავლო პროგრამით ინსტრუქტაჟი, დისტანციურ ფორმატში, 25 მარტს მიიღეს.
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში/იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის N20 რუსთავისა და N21 გარდაბნის ოლქის ტერიტორიაზე ჯამში შექმნილი ოთხი სპეციალური ჯგუფი, ასევე, N20 რუსთავის ოლქის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი საუბნო საარჩევნო კომისია შესაბამის ტრენინგებს 26 მარტს გაივლის. დეტალური გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულებზე:
გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.