2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 19 მარტიდან იწყება ტრენინგების V ეტაპი, რომელიც ეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის გადამზადებას.
ტრენინგების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები პრაქტიკულად განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებებს:
ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნობიან კენჭისყრის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლების მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების V ეტაპის ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები 19-21 მარტის პერიოდში უზრუნველყოფენ. ტრენინგების დეტალური გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების IV ეტაპის ტრენინგები 2022 წლის 16-17 მარტის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღო 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 273 ხელმძღვანელმა პირმა. დეტალური სტატისტიკა მოცემულია ბმულზე.
განსხვავებული გრაფიკით წარიმართება ტრენინგები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც საარჩევნო კომისიების წევრები გადამზადდებიან კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე. სატრენინგო სისტემა მოიცავს ოთხ ეტაპს: I ეტაპი ჩატარდა 28 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში (სამიზნე ჯგუფი: 14 საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა); II ეტაპი განხორციელდება 26 მარტს (სამიზნე ჯგუფი: 14 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები); III ეტაპი ჩატარდება 27-29 მარტის პერიოდში (სამიზნე ჯგუფი: 14 საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა); IV ეტაპი დაეთმობა 14 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების დამატებით ინსტრუქტაჟს და განხორციელდება 30 მარტს. დეტალური გრაფიკები ეტაპობრივად გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე.