საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

07.02.2013
ბეჭდვა

საგრანტო კონკურსის მიზანი

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზოგადოების საარჩევნო განათლების სრულყოფასა და ამ მიმართულებით ინტენსიური, სისტემური ხასიათის პროექტების განმახორციელებელი  არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

საგრანტო თემატიკა: 

არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლების სფეროში საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად

 საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:

2013  წლის  15  მარტიდან    -   2013 წლის   15 დეკემბრამდე

საგრანტო პროექტში წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა მოქალაქეთა საარჩევნო კულტურის განვითარებისა და არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე
  • სამოქალაქო განათლების მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა და ამ კუთხით ეფექტიანი საქმიანობის განსახორციელებლად ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასება
  • ინფორმაცია ორგანიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული პრიორიტეტების შესახებ

დამატებითი მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით

საგრანტო კონკურსში შეიძლება დაფინანსდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დამატებით დააკმაყოფილებს ქვემოთ განსაზღვრული კრიტერიუმების სამი ჯგუფიდან ერთ-ერთ ჯგუფში ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას:

კრიტერიუმების I ჯგუფი

1.1. საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციას მოეთხოვება:

  • საარჩევნო და სამოქალაქო განათლების პროექტების განხორციელების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება
  • ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამართულ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მასშტაბური მონიტორინგის განხორციელების გამოცდილება
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ან/და მათი დაფინანსებით საარჩევნო სფეროში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების გამოცდილება (სარეკომენდაციო წერილი პარტნიორი/დონორი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან)

1.2.საგრანტო პროექტის დაფინანსების მოთხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 100.000 ლარს

კრიტერიუმების II ჯგუფი

2.1. საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციას მოეთხოვება:

  • საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტების განხორციელების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება
  • ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ საერთო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მასშტაბური მონიტორინგის განხორციელების გამოცდილება
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ან/და მათი დაფინანსებით საარჩევნო სფეროში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების გამოცდილება (სარეკომენდაციო წერილი პარტნიორი/დონორი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან) ან/და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული არანაკლებ სამი პროექტის განხორციელების გამოცდილება

2.2. საგრანტო პროექტის დაფინანსების მოთხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 35.000 ლარს

კრიტერიუმების III ჯგუფი

3.1. საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციას მოეთხოვება:

  • არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება ისეთი საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც მოიცავს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:

-   ახალგაზრდა ამომრჩევლებს

-   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს

-   ეთნიკურ ჯგუფებს

-   ქალებს

  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ან/და მათი დაფინანსებით საარჩევნო სფეროში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების გამოცდილება (სარეკომენდაციო წერილი პარტნიორი/დონორი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან) ან/და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული არანაკლებ ორი პროექტის განხორციელების გამოცდილება

3.2. საგრანტო პროექტის დაფინანსების მოთხოვნა არ უნდა აღემატებოდეს 30.000 ლარს

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა)  განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (დანართი #1 შესაბამისად); 

ბ)  საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება  (დანართი #2 შესაბამისად); 

გ)  პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად); 

დ)  პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან (2013 წლის მდგომარეობით) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა);

ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო  პროექტს.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება - 7 თებერვალი, 2013 წელი 
  • საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 7 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, 2013 წელი 
  • პროექტების განხილვა - 27-28 თებერვალი, 2013 წელი  
  • კონკურსის შედეგები - 28 თებერვალი, 2013 წელი 
  • ხელშეკრულებების გაფორმება - 6 - 7 მარტი, 2013 წელი 

 საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD), 2013 წლის 7 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, 10:00-17:00 საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-13 კილომეტრი

შენიშვნა:

არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება  

განმხილველი ორგანო:

საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.

კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.

საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება მოხდება დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად

შენიშვნა:  

კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  www.electionreforms.ge

საკონტაქტო პირი: ნათია შარაშიძე - 591 19 55 29

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia