ცესკოს სწავლების ცენტრი აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის.
ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის დაგეგმილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპი 13 - 14 მარტის პერიოდში განხორციელდება. აღნიშნული ეტაპი ეთმობა №20 რუსთავის და №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიების იმ წევრთა პროფილურ გადამზადებას, რომლებიც პარტიების მიერ არიან დანიშნული.
ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგს პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით განახორციელებენ, გათვალისწინებულია კენჭისყრის პროცესის ეპიზოდური ინსცენირების ჩატარება და სხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგების ჩატარების დეტალური გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
განსხვავებული გრაფიკით წარიმართება ტრენინგები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც საარჩევნო კომისიების წევრები დამატებით გადამზადდებიან კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე. აღნიშნული გრაფიკი, ეტაპობრივად, ასევე გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები 2022 წლის 10-11 მარტის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღო 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 326 წევრმა. დეტალური სტატისტიკა მოცემულია ბმულზე.