საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის (II ეტაპი)

09.03.2022
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრი აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის.

ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის დაგეგმილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების II ეტაპი 10-11 მარტის პერიოდში განხორციელდება. აღნიშნული ეტაპი ეთმობა №20 რუსთავის და №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებას (გარდა ხელმძღვანელი პირებისა, რომლებისთვისაც პროფილური სწავლება შემდგომ ეტაპებზეა გათვალისწინებული).  

ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესრულება, ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესში ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის დაცვით (ტრენინგის სამიზნე ჯგუფის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდება ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციაზე);
  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული სხვა ფუნქციების მიმოხილვა (ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები);
  • ხმის დათვლის პროცესი (მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების ბათილობის საფუძვლები; ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი; საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან მიმართებით კომისიის წევრთა ვალდებულებები).

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგს პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით განახორციელებენ, გათვალისწინებულია კენჭისყრის პროცესის ეპიზოდური ინსცენირების ჩატარება და სხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგების ჩატარების დეტალური გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

განსხვავებული გრაფიკით წარიმართება ტრენინგები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც საარჩევნო კომისიების წევრები დამატებით გადამზადდებიან კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე. აღნიშნული გრაფიკი, ეტაპობრივად, ასევე გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები 2022 წლის 28 თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღო როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო  საარჩევნო კომისიების წევრებმა (131 საარჩევნო კომისიის 1094 წევრმა). დეტალური სტატისტიკა მოცემულია ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia