საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრს (ICPS), საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

20.12.2012
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრს (ICPS), საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიზანია ეფექტური მმართველობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა საპარლამენტო, სამთავრობო და სხვა დაინტერესებულ ინსტიტუციებს, მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის გზით. ამ მიმართულებით ICPS-ი უზრუნველყოფს საერთაშორისო დონეზე ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში შესაბამისი სასწავლო პროგრამების, კონფერენციებისა და საჯარო დისკუსიების მოწყობას საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით დემოკრატიის განვითარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას სხვადასხვა ხასიათის ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, მათ შორის: ერთობლივი კვლევები, ერთობლივი საერთაშორისო და სადამკვირვებლო მისიები, სასწავლო ტურები, ასევე საკონსულტაციო მომსახურების გაწევა საარჩევნო სფეროში.

თანამშრომლობის ფარგლები მოიცავს ICPS-ის მიერ ტრენინგ პროგრამების შემუშავებას როგორც საარჩევნო საკითხებზე, ასევე დაინტერესებული მხარეების მიერ შემოთავაზებულ სხვა თემატიკაზე. რეგიონული მასშტაბის სწავლებების უზრუნველყოფა მოხდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მეშვეობით.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia