საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მოსამზადებელი სასწავლო კურსი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის დაიწყო

22.02.2022
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) სწავლების ცენტრმა წელს პირველად საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდის ჩაბარების მსურველებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსი დაიწყო. სწავლება სწორედ მათ შეუწყობს ხელს ვინც დაინტერესებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მოპოვებით.

5 დღიანი ონლაინ სწავლება ეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას, საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული საკითხების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. სასწავლო კურსი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ არის შემუშავებული.

ტრენინგი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს და საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის მიზნით სასერტიფიკაციო გამოცდის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

პილოტისთვის შეიქმნა ორი ფოკუს ჯგუფი, თითო ჯგუფი არაუმეტეს 25 მონაწილის შემადგენლობით. ფოკუს ჯგუფების შესადგენად მონაწილეთა გამოვლენა/იდენტიფიცირება განხორციელდა 2022 წლის პირველ თებერვალს გამოცხადებულ სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისგან, ორ ეტაპად:

  • I ეტაპი: ფოკუს ჯგუფის შედგენის მომენტისთვის, 7-11 თებერვლის პერიოდში გამოცდაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისგან (250 მოქალაქე) საპილოტე კურსის გასავლელად მოწვეულ იქნა სარეგისტრაციო პროგრამაში დაფიქსირებული ყოველი მე-10 მოქალაქე; დაკავშირების შეუძლებლობის ან პილოტში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში - რიგით შემდგომი რეგისტრირებული მოქალაქე;
  • II ეტაპი: ფოკუს ჯგუფის შედგენის მომენტისთვის, 12-16 თებერვლის პერიოდში გამოცდაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისგან (306 მოქალაქე) საპილოტე კურსის გასავლელად მოწვეულ იქნა სარეგისტრაციო პროგრამაში დაფიქსირებული ყოველი მე-12 მოქალაქე; დაკავშირების შეუძლებლობის ან პილოტში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში - რიგით შემდგომი რეგისტრირებული მოქალაქე.

პილოტის დასრულების შემდგომ იგეგმება სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის სისტემატურად განხორციელების  შესაძლებლობის განხილვა.

ვიდეო გალერეა

მოსამზადებელი სასწავლო კურსი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის დაიწყო

ფოტო გალერეა

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia