საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო

21.02.2022
ბეჭდვა

2 აპრილის  შუალედური არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო)  სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ ტრენერები უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას.

ტრენერთა ტრენინგი ცესკოს  თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის  დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა სასწავლო კურსის მონაწილეებს განუცხადა, მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ვეხმაურებით იმ რეკომენდაციებსა და მიგნებებს, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშია და უკავშირდება ქვემდგომი კომისიების კვალიფიკაციის ამაღლებას, კენჭისყრის დღის მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. ამ მიზნით დღეს დაიწყო ტრენერების, იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც შემდგომ  უზრუნველყოფენ ქვემდგომი კომისიების კვალიფიკაციის ამაღლებას. ისინი ინტენსიურად, ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ მათთან, იმისთვის რომ ამომრჩევლებს კვლავაც შევთავაზოთ მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები“, -აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

სწავლების ცენტრის დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებთან დაკავშირებით შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდება პროფილურად, შვიდ ეტაპად; მისივე თქმით, განსხვავებული პროგრამით წარიმართება ტრენინგები ბათუმში გასამართი შუალედური არჩევნებისთვის, რომლის ფარგლებში საარჩევნო კომისიების წევრები დამატებით გადამზადდებიან კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე.

„შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, საქმიანობის კვალიფიციურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები. ამ მიზნით სწავლების ცენტრმა მოამზადა სატრენინგო პროგრამა, სახელმძღვანელო ინსტრუქციები და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის განკუთვნილი სამახსოვრო ინსტრუქციები. სწორედ ამ ტრენინგებს ჩაატარებენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები“,-განაცხადა ნათია ზაალიშვილმა.

ტრენერთა ტრენინგი დღეს დაიწყო. 3 დღიან გადამზადებას 25 ტრენერი გაივლის.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის პროცედურულ ტრენინგებს ტრენერები 28 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩაატარებენ. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში კომისიების წევრები მიიღებენ დეტალურ ინსტრუქტაჟს კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს განსახორციელებელ საქმიანობებზე; ტრენინგების პროცესში აქცენტი გაკეთდება პრაქტიკული მეთოდოლოგიით სწავლების კომპონენტზე (გათვალისწინებულია კენჭისყრის დღის პროცესის ეპიზოდური ინსცენირებები, პრაქტიკული სავარჯიშოები, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების საკითხთან მიმართებით).

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სატრენინგო პროგრამა მიზნად ისახავს ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეებისთვის შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და პანდემიის პირობებში  კენჭისყრის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის ხელშეწყობას.

ვიდეო გალერეა

2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia