საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს „საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და აღკვეთა“ პრეზენტაცია

20.12.2021
ბეჭდვა

საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის მიმართულებით ცესკოსა და სწავლების ცენტრთან განხორციელებული თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის მხარდაჭერით, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო მომზადდა, რომლის პრეზენტაცია 2021 წლის 15 დეკემბერს დისტანციურ ფორმატში შედგა. გამოცემა განკუთვნილია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის, ეფუძნება ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკას, ასევე, წევრი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და სხვა სახელმწიფოების გამოცდილებასა და პრაქტიკულ მაგალითებს.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანადარიშვილი, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების უფროსის მოადგილე ფრანკ დეშლერი და ვენეციის კომისიის სამართლებრივი მრჩეველი გაელ მარტინ-მიკალეფი, რომლებმაც საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენების პრევენციისა და აღკვეთის ეფექტიანი მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული დისტანციური სასწავლო კურსის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საჯარო მოხელეებისთვის და ითვალისწინებს საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლებას. აღინიშნა სამიზნე აუდიტორიის მაღალი ინტერესი შეთავაზებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის მიმართ - 2020-2021 წლის საარჩევნო პერიოდში დისტანციური კურსი 27 000-ზე მეტმა პირმა გაიარა. შემუშავებული რესურსი მნიშვნელოვან საინფორმაციო-სასწავლო ინსტრუმენტად ასახულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამოცემულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში.

ღონისძიებაზე ევროპის საბჭოს ექპერტებმა, ივ-მარი დუბლემ და ვახტანგ ხმალაძემ, მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს გამოწვევებზე და განიხილეს მათი გადაჭრის გზები ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების კარგი პრაქტიკის მაგალითებზე.

15 დეკემბრის ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28
293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia