მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური ტრენინგები გაიარეს.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჯამურად 3375 სატრენინგო სესია ჩატარდა:
არჩევნების I ტურის მაგალითზე საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის პროცესში იდენტიფიცირებულ ხარვეზებზე აქცენტირებით ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართა:
არჩევნების მეორე ტურისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების ტექნიკაზე. ამასთან, ყურადღება დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი სხვა ფუნქციების არსებით განხილვას და მათი შესრულების პრაქტიკას, შესაბამისი ეპიზოდური ინსცენირებებისა და სხვა სავარჯიშოების ფორმატში.
ტრენინგების ჩატარება სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 144-მა ტრენერმა უზრუნველყო.
სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართა:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ყოველი სატრენინგო სესიის დაწყების წინ, ტრენინგების ჩატარების 144 ლოკაციაზე მონაწილეებს უტარდებოდათ სწრაფი ტესტი.
ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების მონაცემების მიხედვით სტატისტიკა შემდეგია:
I ეტაპი - 3736 წევრი (69%.3%)
II ეტაპი - 3262 წევრი (60.7%)
III ეტაპი - 3190 წევრი (59.1%)
IV ეტაპი - 11 111 წევრი (44%)
I ეტაპი - 281 წევრი (68.4%)
I ეტაპი - 43 წევრი (52.4%)
აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის საპილოტე რეჟიმში ასევე განხორციელდა ცესკოს, სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანამშრომლობით შემუშავებული ელექტრონული სასწავლო პროგრამა „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“:
პროგრამა ითვალისწინებდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მდივანი) პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განმტკიცებას კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ცენტრალიზებულად, პირისპირ ფორმატში ჩატარებული ტრენინგების დასრულების შემდგომ, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხზე მიღებული ცოდნა გადაემოწმებინათ პრაქტიკის მიზნებისთვის დამატებითი რესურსის სახით შემუშავებული ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის პრიორიტეტს ეხმიანება და მიზნად ისახავს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, ამომრჩევლებისა და ჩართული მხარებისთვის შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას.