სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 8 საარჩევნო უბნის სპეციალური ჯგუფის წევრები (სრული შემადგენლობით), 20 ოქტომბერს, გაივლიან სწავლების ცენტრის მიერ მომზადებულ სატრენინგო პროგრამას.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.
სასწავლო პროგრამის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 6 ტრენერი. პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე.