საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლებთან

28.09.2021
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მონაწილეთა ინფორმირებას.

ღონისძიების ფარგლებში აქცენტები გაკეთდა პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზების საკითხზე, მათ შორის კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებზე და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, ასევე ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესში ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის დაცვით მომსახურების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ ღონისძიებებზე. 

საინფორმაციო შეხვედრა 28 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 10 პენიტენციური დაწესებულებების 11 წარმომადგენელმა მიიღო.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia