საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების შესახებ

22.09.2012
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით აგრძელებს სასწავლო პროგრამას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის, რომლის ფარგლებშიც განახორციელებს ტრენინგებს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის.

ტრენინგები განხორციელდება ორ ეტაპად:

I ეტაპი - დაეთმობა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) სწავლებას,  შემდეგ საკითხებზე:

  •   საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და უფლებამისილების ვადა
  •   საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესი პირველ სხდომაზე (როლური თამაში)
  •   საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები
  •   საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
  •   საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
  •   კენჭისყრის პროცესი
  •   კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები

განხორციელების პერიოდი: 23-25 სექტემბერი, 2012 წელი

II ეტაპი - დაეთმობა გამონაკლის  შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) პრაქტიკულ სწავლებას, რაც მოიცავს კენჭისყრის დღის ინსცენირებას.

განხორციელების პერიოდი: 26 - 28 სექტემბერი, 2012 წელი (კონკრეტული თარიღი, დრო და ადგილი გამოქვეყნდება ცენტრის ვებ-გვერდზე II ეტაპის დაწყების წინ)

გამონაკლის  შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლებისათვის ცენტრის მიერ მომზადდა:

  •   ელექტრონული სასწავლო პროგრამა
  •   პრაქტიკული სავარჯიშოები
  •   კენჭისყრის დღის ინსცენირებისათვის საჭირო მასალები

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ტრენინგი ჩაუტარდა ავღანეთში განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში პროპორციული წესით საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 4 აგვისტოს N122/2012 განკარგულების საფუძველზე, შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების განსახორციელების მიზნით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფის წევრებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia