საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები (VI ეტაპი)

25.09.2021
ბეჭდვა

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 26 სექტემბრიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების VI ეტაპი, რომელიც ეთმობა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) გადამზადებას.

ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ტექნიკა
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები
  • ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია თემატური სავარჯიშოების შესრულება.

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები VI ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 26-27 სექტემბრის პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა V ეტაპის ტრენინგები 2021 წლის 17 - 24 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 3633 საუბნო საარჩევნო კომისიის 38 184 წევრმა (შენიშვნა: მონაცემებში არ არის შეყვანილი N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა (საპილოტე პროექტის ფარგლებში მონაცემი ცალკე მუშავდება)). დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia