საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგები

18.09.2012
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისა და ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრებისათვის. 

ცესკოსა და სამინისტროს ეგიდით სასწავლო პროგრამას განახორციელებენ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.

პროექტი სამ ეტაპს მოიცავს:

I ეტაპი - სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა გადამზადება (ტრენერთა ტრენინგი)

II ეტაპი - ტრენერთა მიერ სასწავლო პროგრამის განხორციელება 18 სასჯაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისათვის (14 სასჯელაღსრულების დაწესებულება აღმოსავლეთ საქართველოში, 4 - დასავლეთ საქართველოში)

III ეტაპი - ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა

პროექტის I ეტაპის განხორციელება მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დაიწყო. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზების საკითხები, სააგიტაციო მასალების განთავსებისა და ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების წესი, დეტალურად მიმოიხილეს პატიმრების მიერ ხმის მიცემის პროცედურები.

მონაწილეებს გადაეცათ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა  და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ  მომზადებული  დამხმარე სახელმძღვანელოები.

პატიმრების მიერ საარჩევნო უფლების სრულფასოვნად რეალიზებასთან დაკავშირებით მათი ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით მომზადდა შესაბამისი საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები, რომლებიც გადაეცემათ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციებს მათი გავრცელების უზრუნველსაყოფად.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia