2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შსს აკადემია) თანამშრომლობით, 17-18 სექტემბერს, პოლიციელთა გადამზადების პროგრამა განხორციელდა.
საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და უსაფრთხოება“ ონლაინ ფორმატში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს საკანონმდებლო სიახლეები და შემდეგი ძირითადი საკითხები:
პოლიციელები ასევე გაეცნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნულ ბრძანებაზე თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.
საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა შს სამინისტროს 879 თანამშრომელმა მიიღო.
სწავლების ცენტრსა და შსს აკადემიას შორის პარტნიორობა 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება და უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება.