საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

15.09.2021
ბეჭდვა

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა  და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ  განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ ჯგუფის წევრებს პრეზენტაცია წარუდგინა და  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ მაჟორიტარულ ოლქებში შექმნილი საარჩევნო უბნების, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული  ამომრჩევლების, საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგების სისტემის, ამომრჩევლებისთვის მისაწვდომი სერვისებისა და ინფორმირების კამპანიის შესახებ ისაუბრა.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს საშუალება ჩაერთოს საარჩევნო პროცესში.

„ჩვენ შევხვდით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. ვისაუბრეთ იმ საქმიანობებზე, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ახორციელებს იმისთვის, რომ ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელს თანაბრად ჰქონდეს შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობისა და პროცესებში შესაბამისი ჩართულობის. ვთარგმნეთ ყველა საარჩევნო დოკუმენტაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, იმედი მაქვს, სამომავლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უფრო მეტად იქნებიან საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი, რისი წინაპირობაც და ხელშეწყობაც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან სრულად არსებობს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia