საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრის დირექტორი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

15.09.2021
ბეჭდვა

15 სექტემბერს, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, არჩევნების ანალიტიკოსს, პიტერ მიხალიკს და არჩევნების უმცროსს ანალიტიკოსს, დესისლავა ჰრისტოვას შეხვდა. 

სწავლების ცენტრის დირექტორმა დეტალურად განიხილა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის  განხორციელებული საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამები, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიების ინტენსიური ტრენინგების კონცეფცია, რომელიც მოიცავს არჩევნებისთვის შექმნილი 3664 საუბნო საარჩევნო კომისიის, სპეციალური პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში შექმნილი 9 საუბნო საარჩევნო კომისიის და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მომსახურების მიზნით შესაქმნელი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურულ სწავლებას.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად მიმდინარე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების პროცესზე.

მისიის წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფილია  საუბნო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე მასშტაბური ტრენინგების პირისპირ ფორმატში ჩასატარებლად.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ყურადღება გამაახვილა ამომრჩევლთა საინფორმაციო კამპანიის მექანიზმებზე, ასევე ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ცესკოს და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით შემუშავებულ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამებზე.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გაეცნენ არჩევნებისთვის მომზადებულ დისტანციურ ელექტრონულ სასწავლო  პროგრამებს, ასევე, სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო მასალას, რომელიც, მათ შორის ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

სწავლების ცენტრის მხრიდან შეხვედრას სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბერულავა და სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გადაეცათ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი სახელმძღვანელო ინსტრუქციები „კენჭისყრის დღის პროცედურები“.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia