საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება იწყება

13.09.2021
ბეჭდვა

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. აღნიშნულ საკითხებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად.

სასწავლო პროგრამას საუბნო საარჩევნო კომისიებს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები, 2021 წლის 14-27 სექტემბრის პერიოდში, ჩაუტარებენ. ტრენერებთან სამუშაო შეხედრა 13 სექტემბერს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ცესკოს წევრმა დიმიტრი ჯავახაძემ საპილოტე პროექტისთვის ცესკოს მიერ მიღებულ პროცედურულ სიახლეებზე ისაუბრა; სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა კი მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადების მიზნით შემუშავებული სასწავლო პროგრამის ძირითადი ასპექტებისა და სატრენინგო სისტემის შესახებ, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადება ორ ეტაპად, ხოლო კომისიების სრული შემადგენლობის ტრენინგს ერთი ეტაპი დაეთმობა.  

პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით კომისიების წევრები გაეცნობიან ხმის მთვლელი სპეციალური აპარატის ფუნქციონირების წესსა და კენჭისყრის დღეს განსახორციელებელ საქმიანობას. სატრენინგო პროცესში ასევე ჩაერთვებიან წარმომადგენლები კომპანია „სმარტმატიკიდან“, რომელიც N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში განსახორციელებელი საპილოტე პროექტისთვის უზრუნველყოფს საარჩევნო უბნების აღჭურვას ხმის დათვლის სპეციალური აპარატებით.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გადაეცემათ საპილოტე პროექტისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო ინსტრუქცია. ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნებისთვის საარჩევნო უბნებზე განთავსდება ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო პოსტერები, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის წარმართვას ასახავს.

ტრენინგები პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia