საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან

13.09.2021
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა, რომელმაც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების გამჭვირვალედ წარმართვის, ასევე სიძულვილის ენისგან თავისუფალი, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად მედიის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის ფარგლებში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს საკანონმდებლო სიახლეები და შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში;
  • კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები (მათ შორის, რეგულაციები ხმის მიცემის პროცესში ფარულობისა და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად);
  • მედიის და სხვა ჩართული მხარეების როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად;
  • სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში და მედიის როლის მნიშვნელობა;
  • პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო უბანების შექმნა, ამ უბნებზე დამკვირვებლის/საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების დანიშვნა/აკრედიტაცია და მათი უფლებრივი მდგომარეობა;
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნა, ამ უბნებზე დამკვირვებლის/საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების  წარმომადგენლების დანიშვნა/აკრედიტაცია და მათი უფლებრივი მდგომარეობა.

მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში გათვალისწინებული  საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების წესსა და პროცედურულ სიახლეებთან მიმართებით.

საინფორმაციო შეხვედრა 2021 წლის 13 სექტემბერს დისტანციურად ჩატარდა, რომელშიც მონაწილობა ტელე/რადიო მაუწყებლების, ბეჭდური და ონლაინ მედიის 26-მა წარმომადგენელმა მიიღო (მათ შორის ქალი - 21  და კაცი - 5).

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia