საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მზადება N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად

08.09.2021
ბეჭდვა

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. ოლქში შემავალი საარჩევნო უბნები ხმის დათვლის სპეციალური აპარატებით აღიჭურვება, რომლის მიწოდებას  კომპანია „სმარტმატიკი“ უზრუნველყოფს.

ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში ამომრჩევლის მონაწილეობისა და ხმების დათვლის საკითხებზე N4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ინფორმირების მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლის საჩვენებელი პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ხმის მთვლელი სპეციალური აპარატის ფუნქციონირების წესს, ასევე, საპილოტე პროექტისთვის გათვალისწინებულ პროცედურულ სიახლეებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებისთვის შესაბამისი მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცედურების წარმართვის საკითხებზე N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაივლიან სპეციალურ გადამზადებას. ტრენინგები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამით, 2021 წლის 14-27 სექტემბრის პერიოდში, ჩატარდება. გრაფიკები წინასწარ გასაჯაროვდება ვებ-გვერდზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia