მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკოს სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო.
ტრენინგები 11 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდგომ, გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან სასწავლო პროექტში, უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას.
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე. სწავლების ცენტრის დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებთან დაკავშირებით შემუშავებული ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია:
აქცენტი გაკეთდა პრაქტიკული მეთოდოლოგიით სწავლების კომპონენტის გაძლიერებაზე (გათვალისწინებულია კენჭისყრის დღის პროცესის ეპიზოდური ინსცენირებები, შემუშავდა ბევრი ახალი პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც ორიენტირებულია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ზრდის ხელშწყობაზე, მათ შორის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების საკითხთან მიმართებით).
განახლებული კონცეფციის შესაბამისად, ინტენსიური პროფილური სწავლების ფორმატში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალუარდ მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომიისის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, პანდემიის პირობებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას, ჩართული მხარეებისა და ამომრჩველებისთვის შესაბამისი სერვისის გაუჯობესებას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობას.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სიახლეები ეხმიანება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების 2020 წლის არჩევნების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს.