საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

20.07.2021
ბეჭდვა

20 ივლისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო, რომელიც ელექტრონული ტესტირების მეთოდით  მიმდინარეობს. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. თითოეული გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:

  • საქართველოს კონსტიტუციიდან – 6 კითხვას;
  • საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” – 15 კითხვას;
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან – 1 კითხვას;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან – 1 კითხვას;
  • ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) – 5 კითხვას;
  • ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) – 2 კითხვას.

სასერტიფიკაციო გამოცდაზე უცვლელად გამოიყენება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ტესტები (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება რიცხვითი მონაცემები).

ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.

სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცესკოს შენობა). გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით (საგამოცდო ცენტრში გამოცხადება უნდა მოხდეს გამოცდის დაწყების დრომდე 10 წუთით ადრე). გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე ან დაგვიანებით გამოცხადდება, მოიხსნება გამოცდიდან.

გამოსაცდელმა    სასერტიფიკაციო    გამოცდაზე    გამოცხადებისას    თან    უნდა    იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

გამოცდისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია დასრულდა  მიმდინარე  წლის 19 ივლისს, გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ  შეადგინა 1610 (ქალი - 1064, კაცი - 546). საგამოცდო პროცესი 29 ივლისს დასრულდება.

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

გამოცდა მიმდინარეობს  პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების მსურველი, გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.

 

იხილეთ გამოცდის ტესტები

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)

ფოტო გალერეა

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia