საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა თემაზე „სიძულვილის ენასთან ბრძოლა და საარჩევნო პროცესები“

16.06.2021
ბეჭდვა

ცესკოსა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დისტანციური სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე: „სიძულვილის ენასთან ბრძოლა და საარჩევნო პროცესები“.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის არჩევნების და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილების წარმომადგენელმა გიომ ლუაზომ.

ცესკოს, სწავლების ცენტრისა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული ორდღიან დისკუსიაში. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ცნებები (დეფინიციები); ევროპის საბჭოს სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტები; გამოწვევები და კარგი პრაქტიკა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის (სიძულვილის ენის პრევენცია და რეაგირება სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე); საარჩევნო კამპანიაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების სტანდარტები და კარგი პრაქტიკა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელ მექანიზმებზე.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც 14-15 ივნისს გაიმართა, ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით იყო ორგანიზებული.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia