ცესკო და სწავლების ცენტრი, 2021 წლის 31 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 64 მუნიციპალიტეტში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.
აღნიშნული კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას და მიზნად ისახავს სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას. სამ დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შედეგ ძირითად საკითხებს:
ტრენინგები ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს (საარჩევნო ყუთის გახსნა და საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვალა/დალუქვა; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა).
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც შესაბამისი რეგისტრაცია გაიარეს საოლქო საარჩევნო კომისიებში, 2021 წლის 16- 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში.
ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ, 2021 წლის 24-28 მაისის პერიოდში, სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში (148 ტრენერი).
საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. ტრენინგების გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.