EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“

ცესკო და სწავლების ცენტრი, 2021 წლის 31 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით. სამ დღიანი სასწავლო პროგრამა ეთმობა კენჭისყრის დღის პროცედურებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლას.

სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (ეთიკის კოდექსი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მიმოხილვა (საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში;
  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ ფუნქციების შესრულება და ხმის მიცემის პროცედურა;
  • კენჭისყრის მიმდინარეობისას პროცედურული რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საარჩევნო უბნის დახურვა;
  • საარჩევნო ბიულეტენების დათვლა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების“ ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები.

ინფორმაცია სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის:

  • სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან/და ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციისთვის დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2021 წლის 16 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში.
  • რეგისტრციისთვის საჭიროა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შეავსოს აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა), რომელსაც უნდა დაურთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი.
  • რეგისტრაციისთვის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა შევსებული აპლიკაცია, თანდართული დოკუმენტაციით, უნდა წარუდგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას: მატერიალური ფორმით (ცხრილში მითითებულ მისამართზე, 2021 წლის 16 აპრილის 10:00 საათიდან - 25 აპრილის 18:00 საათამდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა) ან დისტანციურად ელექტრონული ფორმით (ცხრილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, 2021 წლის 16 აპრილიდან - 25 აპრილის 24 საათამდე).
  • პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით განსაზღვრული მონაწილეთა რაოდენობის ფარგლები:

 

საოლქო საარჩევნო კომისია

დოკუმენტაციის წარდგენა მატერიალური ფორმით - მისამართზე

დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმით - ელექტრონული ფოსტის მისამართზე

შესარჩევ მონაწილეთა რაოდენობის  ფარგლები

№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, შიო მღვიმელის ქ. №1

01_mtatsminda@cec.gov.ge

160

№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას №32

02_vake@cec.gov.ge

312

№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას №33

03_saburtalo@cec.gov.ge

372

№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №4ა

04_krtsanisi@cec.gov.ge

128

№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, თელავის ქ. №7

05_isani@cec.gov.ge

324

№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, მესამე მასივი კალოუბნის №18

06_samgori@cec.gov.ge

476

№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ჯავახიშვილის №51

07_chughureti@cec.gov.ge

172

№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი №140ა

08_didube@cec.gov.ge

220

№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1

09_nadzaladevi@cec.gov.ge

400

№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, კორპ. 23

10_gldani@cec.gov.ge

440

№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. საგარეჯო, ერეკლე II-ს №68

11_sagarejo@cec.gov.ge

200

№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. გურჯაანი, რუსთაველის №18

12_gurjaani@cec.gov.ge

204

№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის №19

13_sighnaghi@cec.gov.ge

140

№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის №29

14_dedophlistskaro@cec.gov.ge

92

№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ლაგოდეხი, ზაქათალას №44

15_lagodekhi@cec.gov.ge

148

№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის №34

16_kvareli@cec.gov.ge

120

№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თელავი, დავითაშვილის №2

17_telavi@cec.gov.ge

216

№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის №50

18_akhmeta@cec.gov.ge

116

№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. თიანეთი, რუსთაველის №54

19_tianeti@cec.gov.ge

80

№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. რუსთავი, ფიროსმანის №19

20_rustavi@cec.gov.ge

336

№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №36

21_gardabani@cec.gov.ge

260

№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მარნეული, რუსთაველის №69

22_marneuli@cec.gov.ge

360

№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის №68

23_bolnisi@cec.gov.ge

248

№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. დმანისი, წმინდა ნინოს №39

24_dmanisi@cec.gov.ge

200

№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. წალკა, კოსტავას №50

25_tsalka@cec.gov.ge

176

№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის №35

26_tetritskaro@cec.gov.ge

168

№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მცხეთა, აღმაშენებლის №51

27_mtskheta@cec.gov.ge

180

№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. დუშეთი,მ. კოსტავას №23

28_dusheti@cec.gov.ge

200

№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

ყაზბეგი, აღმაშენებლის №9

29_kazbegi@cec.gov.ge

40

№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. კასპი, კოსტავას №16

30_kaspi@cec.gov.ge

152

№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. გორი, სამების №1

32_gori@cec.gov.ge

424

№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ქარელი, თამარ მეფის №24

33_kareli@cec.gov.ge

156

№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ხაშური, კოსტავას №7

35_khashuri@cec.gov.ge

208

№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბორჯომი, წმინდა ნინოს №11

36_borjomi@cec.gov.ge

120

№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ. №6

37_akhaltsikhe@cec.gov.ge

140

№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ადიგენი, არტემ ბალახაშვილის №19

38_adigeni@cec.gov.ge

72

№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ასპინძა, ერეკლე II №6

39_aspindza@cec.gov.ge

92

№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ახალქალაქი, ჯავახიშვილის №2

40_akhalkalaki@cec.gov.ge

280

№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების №23

41_ninotsminda@cec.gov.ge

148

№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ონი, ქაფიანიძის ქ. №90

43_oni@cec.gov.ge

92

№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ამბროლაური, აღმაშენებლის №24

44_ambrolauri@cec.gov.ge

148

№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ცაგერი, რუსთაველის №39

45_tsageri@cec.gov.ge

164

№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ლენტეხი, თამარ მეფის №31

46_lentekhi@cec.gov.ge

92

№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მესტია, თამარ მეფის №14

47_mestia@cec.gov.ge

160

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №46

48_kharagauli@cec.gov.ge

148

№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თერჯოლა, რუსთაველის №117

49_terjola@cec.gov.ge

132

№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. საჩხერე, მაჭავარიანის №41

50_sachkhere@cec.gov.ge

228

№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

51_zestaphoni@cec.gov.ge

212

№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბაღდათი, სააკაძის №5

52_baghdati@cec.gov.ge

120

№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ვანი, თავისუფლების ქ. №63

53_vani@cec.gov.ge

124

№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6

54_samtredia@cec.gov.ge

200

№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ხონი, კაკაბაძის №2

55_khoni@cec.gov.ge

116

№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ჭიათურა, ნინოშვილის №5ა

56_chiatura@cec.gov.ge

232

№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის №8

57_tkibuli@cec.gov.ge

148

№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. წყალტუბო, ყაზბეგის №2ა

58_tskaltubo@cec.gov.ge

268

№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ №31

59_kutaisi@cec.gov.ge

492

№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ოზურგეთი, დოლიძის №1

60_ozurgeti@cec.gov.ge

248

№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას №76

61_lanchkhuti@cec.gov.ge

152

№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ჩოხატაური, დუმბაძის №35

62_chokhatauri@cec.gov.ge

152

№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა

63_abasha@cec.gov.ge

96

№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. სენაკი, რუსთაველის №221

64_senaki@cec.gov.ge

172

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მარტვილი, გამსახურდიას №4

65_martvili@cec.gov.ge

156

№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ხობი, ცოტნე დადიანის №185

66_khobi@cec.gov.ge

128

№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ზუგდიდი, კოსტავას №58

67_zugdidi@cec.gov.ge

428

№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. წალენჯიხა, სალიას №3

68_tsalenjikha@cec.gov.ge

112

№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ჩხოროწყუ, კოსტავას №22

69_chkhorotsku@cec.gov.ge

108

№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ფოთი, 26 მაისის ქ. №7

70_photi@cec.gov.ge

128

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27

79_batumi@cec.gov.ge

412

№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ქედა, წერეთლის ქ. №2

80_keda@cec.gov.ge

124

№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ქობულეთი, მემედ აბაშიძის №10

81_kobuleti@cec.gov.ge

260

№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №2

82_shuakhevi@cec.gov.ge

196

№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბათუმი, ტაოს ქ. №1

83_khelvachauri@cec.gov.ge

184

№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ხულო, ტბელ აბუსერიძის №9

84_khulo@cec.gov.ge

216

 

შენიშვნა:

  • ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
  • „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ განხორციელდება პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ადგილის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე. ტრენინგის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, მონაწილე ტრენინგზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.
  • სასწავლო პროგრამა ჩატარდება 2021 წლის 31 მაისი - 12 ივნისის პერიოდში.
  • პროგრამისთვის შერჩეული მონაწილეების ტრენინგზე მოწვევა განხორციელდება არაუგვიანეს 2021 წლის 28 მაისისა. მონაწილეების ინფორმირება ტრენინგების დაზუსტებული თარიღის თაობაზე, პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე მონაწილეებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება სააპლიკაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინებების გაგზავნის ფორმით ან სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.
  • პროექტის ფარგლებში არ ანაზღაურდება მონაწილეთა ტრანსპორტირებასა და კვებასთან დაკავშირებული ხარჯი.