საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია

02.04.2021
ბეჭდვა

2021 წლის პირველ აპრილს დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ  მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარების ადგილად, სურვილისამებრ, შეერჩიათ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრი. რეგისტრაციის შედეგად გამოცდის ჩაბარების მსურველთა საერთო რაოდენობამ  შეადგინა - 1977 მოქალაქე (ქალი: 1353, კაცი: 624), მათ შორის, თბილისის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირდა - 1410 მოქალაქე (ქალი: 973, კაცი: 437), ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში - 567 მოქალაქე (ქალი: 380, კაცი: 187).

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება 2021 წლის 7 აპრილიდან.  

თბილისის საგამოცდო ცენტრში გამოცდები ჩატარდება 26 აპრილის ჩათვლით (მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N138, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა), ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში -  28 აპრილის ჩათვლით პერიოდში  (მისამართზე: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N31, N59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებულ მისამართზე, თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

გამოცდის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების მსურველი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.

გამოცდის ჩატარების წესი

გამოცდის ტესტები

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
31
  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia