ცესკო და სწავლების ცენტრი, 2021 წლის 15 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარო სკოლებში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო კურსს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. აღნიშნული პროგრამა XI-XII კლასის მოსწავლეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საჯარო სკოლების მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან, როგორიცაა:
პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის შესაბამისად, მიმდინარე წელს ზემოაღნიშნული საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ხორციელდება ორი ფორმით:
საჯარო სკოლებში მიმდინარე პროგრამა პრაქტიკული სწავლების ფორმატში ასევე ითვალისწინებს დებატების მოწყობას, ახალგაზრდებისთვის დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად და ხმის მიცემის იმიტირებული პროცესის ჩატარებას მოსწავლეების მონაწილეობით.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება. დღემდე მასში მონაწილეობა 494 საჯარო სკოლის 8500-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. 2021 წელს პროგრამის იმპლემენტაცია გათვალისწინიებულია საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 244 საჯარო სკოლაში.
საჯარო სკოლებში კურსის განხორციელების გრაფიკი იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.