9-11 მარტს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა საარჩევნო ლიდერობის საკითხებზე („Electoral Leadership – iEXCEL“) საერთაშორისო საინფორმაციო ხასიათის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. IFES-ის საერთაშორისო ექსპერტებმა შეხვედრები დისტანციურ ფორმატში ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: მიდგომები ეფექტური საარჩევნო ლიდერობისთვის, კრიზისების პრევენცია, რისკების მართვა.
სამუშაო შეხვედრებში ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, წევრები, პრეს-სპიკერი, ცესკოს სტრუქტურული ერთეულებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.