საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2020 წლის 6 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელება დასრულდა

12.10.2020
ბეჭდვა

2020 წლის 6 თებერვალს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 30 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასრულა საგრანტო პროექტების განხორციელება და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინა.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით დაფინანსებულმა 21 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს რეგიონებში განახორციელა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსის გაძლიერებას 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის.    

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო;
  • დეზინფორმაციის გავლენა სანდო საარჩევნო გარემოზე;
  • პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო ეთიკა და პროფესიული სტანდარტები;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრმა, კონტრიბუციის სახით, უზრუნველყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლება შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი; არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი) და კენჭისყრის დღე; საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა.

საგრანტო პროექტები  ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა), 2020 წლის 15 ივნისიდან - 14 სექტემბრის პერიოდში განხორციელდა.

ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსებულმა 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის განახორციელა საინფორმაციო/სასწავლო პროგრამები, რომელიც მოიცავდა ბენეფიციარებისთვის (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, შშმ ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები) ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ საკითხებზე:

  • სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი საქართველოში;
  • აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა;
  • ანგარიშვალდებულება ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის;
  • დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პროცესში;
  • საარჩევნო უფლებები და რეალიზება;
  • გენდერული თანასწორობა არჩევნებში;
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემო (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში);
  • არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდაზე მიმართული სხვა საკითხები.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში შეთავაზებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები, მეთოდოლოგია  და სასწავლო მასალები შემუშავდა ახალგაზრდა ამომრჩევლების ასაკისა და ინტერესების შესაბამისად.

პროექტები 2020 წლის 15 ივნისიდან - 14 აგვისტოს პერიოდში განხორციელდა.

პირველი მიმართულების თემატიკა - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა

  • ააიპ ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები
  • ააიპ ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის
  • ააიპ სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი
  • ააიპ მწვანე დედამიწა
  • ააიპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
  • ააიპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  • ააიპ სახელმწიფო და მოქალაქე
  • ააიპ საქართველოს რეგიონების განვითარების ხელშემწყობთა კავშირი
  • ააიპ საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი
  • ააიპ საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი
  • ააიპ საზოგადოებრივი დამცველი
  • ააიპ რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი
  • ააიპ მედია ცენტრი კახეთი
  • ააიპ დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრი
  • ააიპ ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის
  • ააიპ სამოქალაქო ფორუმი
  • ააიპ ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • ააიპ სამოქალაქო სოლიდარობის ცენტრი ისანი
  • ააიპ განათლებისა და თანასწორის ცენტრი
  • ააიპ დემოკრატიული არჩევანი
  • ააიპ დემოკრატიული აჭარა

მეორე მიმართულების თემატიკა - ახალგაზრდა ამომრჩეველი საარჩევნო პროცესში

  • ააიპ დემოკრატიული საარჩევნო ცენტრი
  • ააიპ Post-ალიონი
  • ააიპ ახალი სიტყვა
  • ააიპ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი
  • ააიპ თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია მეოთხე
  • ააიპ ძლიერი საქართველოსთვის
  • ააიპ ჯერ საქართველო
  • ააიპ სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტი
  • ააიპ დემოკრატიული განვითარების ახალგაზრდული ცენტრი
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia