2020 წლის 13 ივლისს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 44 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასრულა საგრანტო პროექტების განხორციელება და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინა.
ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით დაფინანსებული 44 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი მიზნად ისახავდა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას.
პროექტების ფარგლებში საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის ღონისძიებების შედეგად განხორციელდა ელექტორატის ინფორმირება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესი და საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის უსაფრთხო პროცედურები; საარჩევნო უფლებები და მათი რეალიზების პროცედურები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპთან დაკავშირებით); აგრეთვე, განხილულ იქნა სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხები, რომლის მიზანი იყო ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა და ელექტორატის (მათ შორის ახალგაზრდა ამომრჩევლები, ქალების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, იძულებით გადაადგილებული და შშმ პირების) აქტივობის ზრდის წახალისება საარჩევნო პროცესში.
დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2020 წლის 25 სექტემბრიდან - 25 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.
2020 წლის 13 ივლისს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი პრეზენტაციები:
საკონკურსო თემატიკა: „ამომრჩეველთა ინფორმირება 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის“