2020 წლის 23 ოქტომბერს, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა უცხო ქვეყნის საელჩოებისა და დელეგაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო.
ცესკოს თავმჯდომარემ ის მნიშვნელოვანი ინიციატივები და აქტივობები მიმოიხილა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ახორციელებს.
სწავლების ცენტრის დირექტორმა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის საელჩოებისა და დელეგაციების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის:
შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ სტატისტიკური მონაცემები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, მათი წარმომადგენლების, დამკვირვებელებისა და მედია საშუალებების შესახებ.
შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც სწავლების ცენტრის დირექტორმა მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კენჭისყრის დღეს მოქმედი ეპიდემიოლოგიური პროტოკლის თაობაზე და არჩევნებთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრა სსიპ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით ონლაინ ფორმატში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის საელჩოებისა და დელეგაციების 12 წარმომადგენელი, მათ შორის: ავსტრიის რესპუბლიკა (ელჩი); იტალიის რესპუბლიკა (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე); გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე); საბერძნეთის რესპუბლიკა (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე); ჩეხეთი (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე); ნორვეგიის სამეფო (მრჩეველი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში); ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში (ელჩის მრჩეველი, ელჩის მდივანი) შვედეთის სამეფო (მეორე მდივანი პოლიტიკურ საკითხებში); ლიეტუვის რესპუბლიკა (მესამე მდივანი); უნგრეთი (კონსული); იაპონია (ოფიცერი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში).