საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან

22.10.2020
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში სწავლების ცენტრისა და ცესკოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

  • პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში;
  • კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები (მათ შორის, რეგულაციები ხმის მიცემის პროცესში ფარულობისა და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად);
  • მედიის და სხვა ჩართული მხარეების როლი არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მოწვეულმა ექსპერტმა გააცნო.

საინფორმაციო შეხვედრა 2020 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა მედია საშუალების 25-მა წარმომადგენელმა (მათ შორის ქალი - 20  და კაცი - 5) მიიღო.  შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ცესკომ და სწავლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განახორციელა.

 

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia